Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი პროფესორ მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

კონკურსი პროფესორ მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება;
  2. CV;
  3. აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით);
  4. ნაშრომი – რომელიც, სტუდენტის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარებს (სასურველია, ახლო აღმოსავლეთის ისტორიის შესწავლის სფეროდან); 
  5. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
  6. უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთების  მიიღება 2021 წლის 10 ნოემბრიდან 17 ნოემბრის არაუგვიანეს 17:00 საათისა ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე –  pavlika.jagunava@tsu.ge (საკონტაქტო პირი: პავლიკა ჯაგუნავა)


დამატებითი ინფორმაცია მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის შესახებ  იხ. რექტორის ბრძანებაში.